воскресенье, 31 мая 2009 г.

რა ვიქნებოდით ”ურუსთაველოდ”

რუსთავის № 20 საჯარო სკოლის მოსწავლეთა
კომენტარები

---- ”ვეფხისტყაოსნის გარეშე ჩვენ უფრო ნაკლებად განვითარებულნი ვიქნებოდით, არ გვექნებოდა ისეთი კულტურა, როგორიც გვაქვს.”
ვანო ფოსური IX კლასი


__ ”უვეფხისტყაოსნოდ”, რა თქმა უნდა, ვიქნებოდით ჩვეულებრივი ადამიანები, მაგრამ არ გვექნებოდა ჩვენი ეროვნული
ფასეულობების უდიდესი ნაწილი: ძმობა კაცობა, გამბედაობა, ერის სიყვარული და სხვა”
თამაზ კონჭოშვილი IX კლასი

__ ” ქართველები ”ვეფხისტყაოსნით” ყოველთვია ამაყობდნენ და იამაყაბენ კიდეც”
დათო შამათვა IX კლასი

__ ”ვეფხისტყაოსნი” ქართველი ხალხისთვის არის დიდი საგანძური, რომელსაც ვერაფერი შეედრება”
თამუნა მჭედლიშვილი IX კლასი

__ ”ვეფხისტყაოსნის” გარეშე საქართველო არ იქნებოდა ცნობილი”
ანი ხმალაძე IX კლასი
__ ”ვეფხისტყაოსნი” თავისი სიბრძნით აავსებს მის მკითხველს. მას ჩვენი ქვეყნისათვის და ყველა წამკითხველისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.”
გიორგი კობახიძე
__ ვეფხისტყაოსნის” გარეშე არ ვიქნებოდით ისეთი განთქმული ერი, როგორებიც დღეს ვართ. ასევე არ გვეყვარებოდა ქართული ენა , მე პირადად ამ პრემიის გარეშე ქართული ენა, ქართული დამწერლობა და საქართველო ვერ წარმომიდგენია”
ვერიკო რამაზაშვილი IX კლასი.
__ ” შ. რუსთველმა ერთი ნაწარმოებით დაანახა ხალხს ის, რაც კაცობრიობამ საუკუნეების მანძილზე ვერ შეძლო.
ანი ბოდოკია
__ ქართველმა ხალხმა შეძლო, დაეცვა და ჩვენამდე მოეტანა ქართველი ხალხის ეს უძვირპასესი საუნჯე, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო და ძალიან შეიყვარა.”
გვანცა მოდებაძე IX კლასი.
__ ” მე იმედი მაქვს , რომ ”ვეფხისტყაოსნი” წლების შემდეგაც ისეთივე შედევრი იქნებოდა, როგორიც იყო ამ საუკენეების მანძილზე.
გულიკო ლაპიაშვილი IX კლასი
__ ”ვეფხისტყაოსნი” მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ გაიცნო და მისდამი დიდი სიყვარულიტ ჩვენი პატარა, მაგრამ ძალიან თბილი ერიც შეიყვარა.
”ვეფხისტყაოსნის” ფესვებს არასოდეს არ უნდა მოწყდეთ, რომ არა შოთა რუსთაველი, ჩვენ არ ვიქნებოდით ასეთი ცნობილები.
მარიამ ხოხონიშვილი
__ ”ვეფხისტყაოსნში” უდიდესი სიბრძნეა ჩადებული, აქ საუბარია ყველა იმ ღირსებისა და თვისებაზე, რომელიც ნებისმიერ ადამიანს უნდა გააჩნდეს. აქ საუბარია ყველა იმ თვისებაზე, რომელიც დღესდღეობით, როგორც წყალი ისე გვჭირდება.
ქართველი თაობები სწორად ამ პოემის საზრდოობდნენ და იზრდებოდნენ.
ეს უკვდავი პოემა გახდა ბევრი ქართველი მწერლის შთაგონების წყარო.
შ. რუსთაველის ეს პოემა, რომ არ შეექმნა თაობები ასეთი ღირსებით ვეღარ გაიზრდებოდნენ. საქართველოს არ ექნებოდა ეს უდიდესი შეუფასებელი განძი, რომლითაც ამაყობს”
თამარ სამხარაძე IX კლასი.
__ ” საქართველოში ადამიანი არ მოიძებნება, ვინც არ იცის ვინ იყო შოთა რუსთაველი. ეს წიგნი ყველასათვის საინტერესო და ცხოვრებაში გამოსაყენებელია.
”ვეფხისტყაოსანს” დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ერის კულტურის განვითარებაში”
თიკო ექსულიძე VIII კლასი.